ნულანდი კიევში: პუტინს "სასიამოვნო სიურპრიზები" ელის ბრძოლის ველზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი უკრაინისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას გარკვეული წარმატებები ექნება ბრძოლის ველზე.


2024 წლის სტრატეგიაზე დისკუსიების შესახებ დასმულ კითხვას, ნულანდმა უპასუხა, რომ კიევს „დიდი ოპტიმიზმით ტოვებს.“

„უკრაინა აძლიერებს თავდაცვას - ბატონი პუტინი მიიღებს სასიამოვნო სიურპრიზებს ბრძოლის ველზე და უკრაინა წელს სოლიდურ წარმატებასაც მიაღწევს,“ - დასძინა ნულანდმა.

ნულანდს ასევე სჯერა, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას მხარს დაუჭერს.